მანანა ბერიკაშვილი

დაიბადა 1958 წლის 27 აპრილს

1999 – 2002 საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის  თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობა: დრამის რეჟისორი

1982 – 2002 „გი-ტი-სის“  ასპირანტურა (მოსკოვი), სასცენო  მეტყველების პედაგოგი

1975 – 1979 საქართველოს შოთა  რუსთაველის სახელობის თეატრისა და  კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი,დრამის  ფაკულტეტი, სპეციალობა: სამსახიობო

სამუშაო გამოცდილება:

1980 – დან სრული პროფესორი, ხელოვნების მეცნიერებათა დოქტორი შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • ტელეკომუნიკატორის მიმართულება
  • დრამის მიმართულება
  • სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი

2013 – დღემდე მინისტრის მოადგილე ხელოვნებისა და განათლებისდარგში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

2012 – 2013 მინისტრის მრჩეველი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

2007 – დღემდე რეჟისორი ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრი

2008 – დღემდე ლექტორი, მეტყველების თეორია და კულტურა კავკასიის უნივერსიტეტის მედია სკოლა

2007 – დღემდე რიტორიკის პედაგოგი, იუსტიციის უმაღლესი სკოლა

2011 – 2012 საეთერო გამოსვლების ოსტატობისა და მეტყველების კულტურის კონსულტანტი, ტელეკომპანია მე-9 არხი

2010 – 2012 საეთერო გამოსვლების ოსტატობისა და მეტყველების კულტურის კონსულტანტი, ტელეკომპანია „იმედი“

2009 – 2011 საეთერო გამოსვლების ოსტატობისა და მეტყველების კულტურის კონსულტანტი, აჭარის ტელევიზია

2005 – 2010 საეთერო გამოსვლების ოსტატობისა და მეტყველების კულტურის კონსულტანტი, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“

2002 – 2005 სამხატვრო ხელმძღვანელი, ტელეკომოანია „მზე“

2001 – 2003 რეჟისორი, თბილისის მერაბ კოსტავას სახელობის მუნიციპალური თეატრი

1995 – 2002 საეთერო გამოსვლების ოსტატობისა და მეტყველების კულტურის კონსულტანტი, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“

1995 – 2001 მეტყველების პედაგოგი. ფონდი „ინტერნიუსი“

პრემიები

2003 სპექტაკლმა „ჩვენ გველის დიდება“ დაიმსახურა 2 პრემია საუკეთესო ანსამბლური სპექტაკლისთვის და საუკეთესო ეპიზოდური როლისთვის

2000 ჩიკაგოს საერთაშორისო ფესტივალის პირველი პრემია

1996 ვ. იახონტოვის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის გრან-პრი

დამატებითი კვალიფიკაცია:

მრავალი საღამოს, ეროვნული დღესასწაულების, საიუბილეო ღონისძიებებისა და საზღვარგარეთ ქართული კულტურის დღეების ავტორი და ორგანიზატორი

დადგმული სპექტაკლები:

ინსცენირიების ავტორი და რეჟისორი:

სატელევიზიო სპექტაკლი – „ლექსად თქმული ქართლის ცხოვრება“

მარჯანიშვილის თეატრი – საახალწლო შოუ

თეატრალური სარდაფი – „ეგზერსისი“, ნ. გომელაური, დ. ევგენიძე

მერაბ კოსტავას სახელობის თეატრი – ჯ. აჯიაშვილი „სებია“

დ. ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრი – „ლექსად თქმული ქართლის ცხოვრება“

ნ. დუმბაძე – „ჰელადოს“

ნ. ლორთქიფანიძე – „მოუარეთ საქართველოს“

ო. ჭილაძე – „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“

ო. იოსელიანი – „სიშორით სიახლოვე“

ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრი – „მარკიზ დე სადი“, „ბედნიერი ერი“, „აკრძალული თამაშები“

ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი – კ. გორნი „ჩვენ გველის დიდება“

გამოქვეყნებული შრომები

2005: „მეტყველების კულტურის საკითხებისთვის თანამედროვე საზოგადოებრივ ცხოვრებაში“, თეატრი და ცხოვრება, N2,.

2005: „მეტყველების ტექნიკა / არტიკულაცია, წარმოთქმა“, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი „ჩიხი“.

2005: „მეტყველების კულტურის ძირითადი პრინციპები“, განათლება.

2001: „მეტყველების თეორიისა და კულტურის პრაქტიკული საკითხები“, სახელმძღვანელო. ფონდი ინტერნიუსი.

2017: “მეტყველების კულტურის ძირითადი პრინციპები“. მეორე შესწორებული გამოცემა.კენტავრი.

2017: სავარჯიშოები მეტყველების ტექნიკის დასახვეწად. დამხმარე სახელმძღვანელო. კენტავრი.