არჩილ სოლოღაშვილი

დაიბადა 1979 წლის 13 ნოემბერს

1995–2000 წ.წ. – თეატრალური სკოლა–სტუდია ,,ბერიკები“ – მსახიობის ოსტატობა

1999 წელს დაამთავრა შ. მილორავას სახელობის საესტრადო სასწავლებელი ქორეოგრაფიის განხრით

2005 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამსახიობო ფაკულტეტი

2006 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასპირანტურა – მეტყველების კულტურის ფაკულტეტი

1995–2000 წ.წ. თეატრალურ სკოლა–სტუდია ,,ბერიკები“ – ცეკვის პედაგოგი

2003– 2006 წ.წ. თეატრალური სარდაფის მსახიობი

2006 წლიდან თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის  მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მსახიობია

 

ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრში განსახიერებული როლები:

იოქანაანი – ,,სალომე“ –  ქორეოგრაფი კოტე ფურცელაძე

კონტესსა – ი. მისიმა ,,მარკიზა დე სადი“ – რეჟ: მანანა ბერიკაშვილი

მაიკლი – პ. ტრავერსი ,,მერი პოპინსი“ – რეჟ: დავით დოიაშვილი, გურანდა იაშვილი

ლუდოვიკი – პ. შენო ,,ანდერძი“ – რეჟ: გურანდა იაშვილი

ფსიქოთერაპევტი – ,,მარლენ დიტრიხი“– რეჟ: დავით დოიაშვილი

მგელი – ,,იყო და არა იყო რა ანუ საშობაო ზღაპარი“ – რეჟ: დავით დოიაშვილი

ბაბუა – ს. მროჟეკი ,,სახლი საზღვარზე“ – რეჟ: დავით დოიაშვილი

როლფი – ,,მუსიკის ჰანგები – რეჟ: დავით დოიაშვილი

ფოსტალიონი – ,,ვერის უბნის მელოდიები“ – რეჟ: დავით დოიაშვილი

გრაფი დე გიში – ე. როსტანი ,,სირანო დე ბერჟერაკი“ – რეჟ: დავით დოიაშვილი

პაკი, ფილოსტრატე – უ. შექსპირი ,, (შუა)ზაფხულის ღამის სიზმარი“ – რეჟ: დავით დოიაშვილი

ომი – მ. მეტერლინკი ,,ლურჯი ფრინველი” – რეჟ: დავით დოიაშვილი

ბარონი – მ. გორკი ,,ფსკერზე” – რეჟ: დავით დოიაშვილი

ვასილ სალიონი – ა. ჩეხოვი ,,სამი და“ – ქორეოგრაფი კოტე ფურცელაძე

სენსეი – რ. აკუტაგავა ,,ცხოვრება იდიოტისა“ – რეჟ: დავით დოიაშვილი

მონაწილე – ,,ეგზერსისი“ – რეჟ: მანანა ბერიკაშვილი

მოხეტიალე მომღერალი – ბ. ბრეხტი ,,სამგროშიანი ოპერა“- რეჟ: გოგა თავაძე

 

ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში განსახიერებული როლები:

კუდიანი, მეკარე – უ. შექსპირი ,,მაკბეთი“– რეჟ: დავით დოიაშვილი

ივანე – გ. ერისთავი ,,გაყრა“ – რეჟ: დავით დოიაშვილი

ბერუა ლაპანაშვილი – ზ. ანტონოვი ,,შეყრა“ – რეჟ: დავით დოიაშვილი

ლაიოსის მწყემსი – სოფოკლე ,,ოიდიპოს მეფე“ რეჟ: დავით დოიაშვილი

კაპიტანი ჯორჯ ფონ ტრაპი – „მუსიკის ჰანგები“ – რეჟ: დავით დოიაშვილი, გურანდა იაშვილი

პეტია ტროფიმოვი – ა.პ ჩეხოვი „ალუბლის ბაღი“ – რეჟ: ანდრო ენუქიძე

 

არის რეჟისორი სპექტაკლების:  ,,მარტოობის დღესასწაული ანუ my space“ , ,,Welcome to Georgia “

ქორეოგრაფი სპექტაკლების: ,,მერი პოპინსი“ ,,აკრძალული თამაშები“, ,,მარკიზა დე სადი“, ,,ბედნიერი ერი“ ,,ეგზერსისი“

 

სხვა თეატრები:

თეატრალური სარდაფი:

სტუდენტი – ,,ინსტიქტი“ – რეჟ: ო. ეგაძე

სტუდენტი და არისტოკრატი – ,,პიესა ათ ინტიმურ აქტად“ – რეჟ: ო. ეგაძე

დავით აღმაშენებლის ახალგაზრდობა – ,,საქართველოს ქრონიკები“ – რეჟ: ო. ეგაძე

ნიკო – ,,ქეთო და კოტე“ – რეჟ: დ. დოიაშვილი (ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი)

 

კინო:

სანდრო – „ოცნების ქალაქი“ – რეჟ: დავით იმედაშვილი

 

სერიალი:

ბექა გარეულაშვილი – „ჩემი ცოლის დაქალები“ – რეჟ: გიორგი ლიფონავა

პოეტი -“ღმერთო, რისი გულისთვის” – რეჟ: გიგა ლორთქიფანიძე

 

ტელევიზია:

„იმედის ტალღა“ -მუსიკალური პროექტის გამარჯვებული

„იმედის ტალღა, ბენეფისი“ – წამყვანი და ქორეოგრაფი

„სხვა შუადღე“ – წამყვანი

„საქართველოს ვარსკვლავი“ – მეგა შოუს წამყვანი

„ნიჭიერი“ – მეგა შოუს ქორეოგრაფი

„იქსფაქტორი“ – მეგა შოუს ქორეოგრაფი

„დიდი სცენა“ – მეგა შოუს წამყვანი

„არ გაჩერდე“ – გადაცემის წამყვანი

 

პრიზები და ჯილდოები:

2013 წ. თეატრალური პრემია ,,დურუჯი“, საუკეთესო მსახიობი მამაკაცი ,,(შუა) ზაფხულის ღამის სიზმარი“ (რეჟ: დავით დოიაშვილი)

პრეზიდენტის სტიპენდიანტი