დევი ბიბილეიშვილი

დაიბადა 1988 წლის 8 აგვისტოს.

2009 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამსახიობო ფაკულტეტი.

2010 წლიდან თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მსახიობია.

 

ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრში განსახიერებული როლები:

გიდი ბაცარი – ე. მაზია ,,აკრძალული თამაშები“ – რეჟ: მანანა ბერიკაშვილი

ბენვოლიო – უ. შექსპირი ,,რომეო და ჯულიეტა“ – რეჟ: დავით მღებრიშვილი

ქორო – სოფოკლე ,,ანტიგონე“ – რეჟ: პაატა ციკოლია

არიელი – მ. მაკდონა ,,ბალიშის კაცუნა“ – რეჟ: დავით დოიაშვილი

 

ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში განსახიერებული როლები:

სემიონ მედვედენკო – ა.პ ჩეხოვი „თოლია“ – რეჟ: დავით დოიაშვილი

ნუგო – ი.ფეზუაშვილი „ბუნკერი“ – რეჟ: მიხეილ ჩარკვიანი

 

სხვა თეატრები:

შალვა – ,,შერცხვენილნი“ – რეჟ: ა. ქანთარია (მარჯანიშვილის თეატრი)

კროგსტადი – ,,თოჯინების სახლი“ – რეჟ: ი. ხუციშვილი (თავისუფალი თეატრი)

ფოტოფინიში – ,,ჰეი გესმით ჩემი?!“ – რეჟ: გ. არაბული (თეატრი ათონელზე)

ლიამი – „ობლები“ – რეჟ: მეგი კობალაძე

 

კინო და სერიალები:

გივი ჩოხელი – „ ლევ იაშინი, ჩემი ოცნების მეკარე“ – რეჟ: ვასილი ჩიგინსკი

სოსო – „ჩემი ცოლის დაქალები“ რეჟ: გიორგი ლიფონავა

კოტიკო – ,,ჭამა და სექსი“ – რეჟ: გიორგი ლიფონავა

პიტერ პენი – ,,ანო და ვანოს თავგადასავალი“ – რეჟ: ლევან დაბრუნდაშვილი, ჯაბა მელქაძე

მეფე ერეკლე მეორე – ,,გააგრძელე საქართველოს ისტორია“

სანდრო – ,,გოგონა გარეუბნიდან“ (ტელესერიალი) – რეჟ: დავით გოგიჩაიშვილი, ირაკლი კაკაბაძე