ლაშა რამიშვილი

დაიბადა 1980 წლის 23 ნოემბერს

2001 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – მუსიკალური თეატრის სამსახიობო ფაკულტეტი

2003 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკალური თეატრის სამსახიობო ფაკულტეტის ასპირანტ–ასისტენტურის განყოფილება

2014 წ. დაამთავრა ვ. სარაჯიშვილის სახ. კონსერვატორიის ვოკალური ფაკულტეტის მაგისტრატურა

1999 წლიდან თბილისის ვასო აბასიძის სახელობის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მსახიობია

 

ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრში განსახიერებული როლები:

ში–ჯიმ ო’კონორი – ტ. უილიამსი ,,შუშის სამხეცე“ – რეჟ: ნუგზარ გაჩავა

იანგული – ნ. დუმბაძე ,,ჰელადოს“ – რეჟ: ნუგზარ გაჩავა

დიეგო – ა. კამიუ ,,ქალაქი ალყაში“ – რეჟ: დავით დოიაშვილი

ტობიას მილი – ,,საქორწინო გარიგება“ – რეჟ: დავით დოიაშვილი

ბერტი, ტყუპი – პ.ტრავერსი ,,მერი პოპინსი“ – რეჟ. დ დოიაშვილი

ხარი – ,,საშობაო ზღაპარი“ – რეჟ: დავით დოიაშვილი

პანკესა – ,,ვერის უბნის მელოდიები“ – რეჟ:  დავით დოიაშვილი

ახალი წლის ჯადოსნური სული – მ. მეტერლინკი ,,ლურჯი ფრინველი“ – რეჟ: დავით დოიაშვილი

ლიმონი – ჯ. როდარი ,,ჩიპოლინო“ – რეჟ: მაია ჩართოლანი

თავადი ლევანი – „ქეთო და კოტე“  – რეჟ: დავით დოიაშვილი

 

ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში განსახიერებული როლები:

პავლე – გ. ერისთავი ,,გაყრა“ – რეჟ: დავით დოიაშვილი

ჯორჯ ფონ ტრაპი – ,,მუსიკის ჰანგები“ – რეჟ:  დავით დოიაშვილი, გურანდა იაშვილი

მიკირტუმ მინასოვ-მინაშვილი – ზ. ანტონოვი ,,შეყრა“ – რეჟ: დავით დოიაშვილი

მონაწილე – ბ.ჯანიკაშვილი “დაკარგულის ძიებაში” – რეჟ: ვლად ტროიცკი

 

სხვა თეატრები:

შპრეხშტიმე – ,,ფიროსმანი“  ნ. სვანიძე, (ვ. სარაჯიშვილის სახ. კონსერვატორია)

დარისპანი – ,,დარისპანის გასაჭირი“ – რეჟ: დ. საყვარელიძე

ონეგინი – ,,ევგენი ონეგინი“ – რეჟ: ლ. გვარიშვილი (ვ. სარაჯიშვილის სახ. კონსერვატორია)

 

ფილმები და სერიალები

რუსლანი – ფილმი „ყარასტანში დაკარგული“ – რეჟ: ბენ ჰოპკინსი

პირადი დაცვა – ფილმი „პრეზიდენტი“ – რეჟ: მოჰსენ მაკმალდაფი

გურამი – ფილმი „восхождение на олимп“ – რეჟ” სერგეი შერბინი

ვაჭარი – ფილმი „the lady of heaven“ – რეჟ: ელი კინგი

კოტე – ფილმი „гордостъ“ – რეჟ: გერმან დუკარევი

კაპიტანი – სერიალი „Люты“ -რეჟ: სტანისლავ მარეევი

დავითი – უკრაინული სერიალი „მამა დენ“- რეჟ: კრისტინა სივოლაპი

გელა – სერიალი „ღვინის გზა“ – რეჟ: არვიდას შლაპიკასი, რაიმონდას ბანიონისი

ზებრა – ზღაპარი „სად არის პინოქიო“ – რეჟ: გვანცა მეფარიშვილი

გურამი – სერიალი „საქმე ქართულად“ – რეჟ: ნიკოლოზ ხომასურიძე

შალვა ამირანაშვილი – „ექვთიმე“ – რეჟ: ნიკოლოზ ხომასურიძე

გურამი – სერიალი „ადამიანები ფრთებით“ – რეჟ: გიორგი გერსამია

 

დამსახურებები:

1993წ. ქვემო ქართლის რეგიონალური ფესტივალის „ეარი 93“ I პრემიის ლაურეატი

2008წ. სამაუწყებლო კომპანიის რუსთავი2 მუსიკალური პროექტის „მიმღერე რამე“
გამარჯვებული

2009წ. გ.გელოვანის სახელობის ქართული ხალხური სიმღერის ფესტივალის გამარჯვებული

სექსტეტის (მუსიკისა და დრამის თეატრის სექსტეტი) წევრი და ხელმძღვანელი

2010წ. ქ.პეკინში ჩატარებული აზიის ახალგაზრდა მომღერლების XI ფესტივალის ფინალისტი

2010წ. საერთაშორისო ფესტივალის ВИТЕВСК 2010 (славиански базар) I პრემიის მფლობელი
და ამავე ფესტივალის ვ.მულიავინის სახელობის პრემიის ლაურეატი.