დაიბადა 1977 წლის 11 ივნისს.
1994 წელს დაამთავრა საქართველოს ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებელი.
1998 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, დრამისა და კინოს სამსახიობო ფაკულტეტი.
2009 წლიდან თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მსახიობია.
ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრში განსახიერებული როლები:
იუკიო მისიმა – ი. მისიმა ,,მარკიზა დე სადი“ – რეჟ: მანანა ბერიკაშვილი
მონაწილე – ი.ჭავჭავაძე “ბედნიერი ერი“ – რეჟ: მანანა ბერიკაშვილი
გერმანელი დიპლომატი – ს. მროჟეკი ,,სახლი საზღვარზე“ – რეჟ: დავით დოიაშვილი
მერცხალი – ,,იყო და არა იყო რა ანუ საშობაო ზღაპარი“ – რეჟ: დავით დოიაშვილი
კუდიანი, ლედი მაკდაფი – უ.შექსპირი ,,მაკბეთი“ – რეჟ: დავით დოიაშვილი
მეყვავილე, ფაშისტი ქალი – ,,მუსიკის ჰანგები“ – რეჟ: დავით დოიაშვილი
მრეცხავი – ,,ვერის უბნის მელოდიები“ – რეჟ: დავით დოიაშვილი
დვორი მიხნასი – ე. მაზია ,,აკრძალული თამაშები“ – რეჟ: მანანა ბერიკაშვილი
როქსანა – ე. როსტანი ,,სირანო დე ბერჟერაკი“ – რეჟ: დავით დოიაშვილი
ვასილისა კარპოვნა – მ. გორკი ,,ფსკერზე“ – რეჟ: დავით დოიაშვილი
მონაწილე – “ინტროსპექცია, ამბავი ჩვენზე” – რეჟ: დავით დოიაშვილი
ჯადოქარი, სტუმარი – რ. აკუტაგავა ,,ცხოვრება იდიოტისა“ – რეჟ: დავით დოიაშვილი
მიჩელი – მ. მაკდონა ,,ბალიშის კაცუნა“ – რეჟ: დავით დოიაშვილი
ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში განსახიერებული როლები:
პოლინა ანდრეევნა – ა.პ. ჩეხოვი „თოლია“ – რეჟ: დავით დოიაშვილი
ანია, ვარია, შარლოტა – ა.პ. ჩეხოვი „ალუბლის ბაღი“ – რეჟ: ანდრო ენუქიძე
მარლენი – რ.ვ. ფასბინდერი “პეტრა ფონ კანტის მწარე ცრემლები” – რეჟ: დავით მღებრიშვილი
სხვა თეატრები:
პითონი კაა – ,,მაუგლი“ რ. კიპლინგი – რეჟ: გ. ჟორდანია.
(კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრი)
ანა – “ყოველმან ჩემმან მპოვნელმან” ო.ჭილაძე – რეჟ: მ. ბერიკაშვილი.
(დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრი)
სალომე – ,,სალომე“ ო. უაილდი – რეჟ: გ. ჟორდანია.
(დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრი)
ელენი – ,,ზაფხულის ღამის სიზმარი“ უ. შექსპირი – რეჟ. გ. ჟორდანია.
(დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრი)
ბედისწერა – “სებია” ანდალუსიელი ებრაელი პოეტების ლექსები.
თარგმანი: ჯ. აჯიაშვილი – რეჟ. მ. ბერიკაშვილი.
(აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლი)
მარი – ,,3+3“ მ. დოიაშვილი – რეჟ. ხ. ბედელაძე. (ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი)
ვარია – “ალუბლის ბაღი“ ა.ჩეხოვი – რეჟ. გ. მარგველაშვილი. (მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი)
სერიალები და კინო როლები:
ექიმი ნინო – “ხელოვნური სუნთქვა” ქართული დრამატული სერიალი. 2016. რეჟისორები: გიორგი ლიფონავა, რატი რამიშვილი, მიშა მშვილდაძე.
ქეთო – “ქიმია” (სერიალი) 2020 – რეჟ. ნინო დადვანი.
პერსონა – “პერსონა N2” მხ. ფილმი.საქართველო/გერმანია 2020 – რეჟ. ნინო ბასილია.
კომენდანტი მერი – “ჩემი ცოლის დაქალები” სატირულ-იუმორისტული ჟანრის ტელესერიალი. 2021 – რეჟისორები: გიორგი ლიფონავა, თენგო მეგრელიშვილი, სოსო ბლიაძე.
ლიზა- “ქიმიური ქორწილი” მხ. ფილმი. საქართველო/გერმანია 2022 – რეჟ. ნინო ბასილია.
პრიზები:
ყოველწლიური კონკურსი “წლის საუკეთესო ქმნილება”
საქ. თეატრალური საზოგადოების პრეზიდიუმის ჯილდო/პრემია – “წლის საუკეთესო სპექტაკლი” – “გრან პრი” სპექტაკლისთვის “ფსკერზე” 2015.
საუკეთესო მასხიობი ქალის პრიზი სპექტაკლ “ფსკერზე” შესრულებული როლისთვის თეირანის 35-ე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე – 35th Fadjr Intenational Theater Festival. 2017.