დაიბადა 1982 წლის 9 ივლისს
2005 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამსახიობო ფაკულტეტი
2007 წლიდან თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მსახიობია
ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრში განსახიერებული როლები:
ჯეინი – პ. ტრავერსი ,,მერი პოპინსი“ – რეჟ: დავით დოიაშვილი, გურანდა იაშვილი
მეძავი – ,,მარტოობის დღესასწაული ანუ my space“ – ქორეოგრაფი არჩილ სოლოღაშვილი
შვილი – ს. მროჟეკი ,,სახლი საზღვარზე“ – რეჟ: დავით დოიაშვილი
ერკემალის შვილი – ,,იყო და არა იყო რა ანუ საშობაო ზღაპარი“ – რეჟ: დავით დოიაშვილი
ბუასიერი – “ანდერძი” – რეჟ: გურანდა იაშვილი
ლიზელი – “მუსიკის ჰანგები” – რეჟ: დავით დოიაშვილი, გურანდა იაშვილი
ლუსი ბუასიერი – ,,ანდერძი“ – რეჟ: გურანდა იაშვილი
კაპულეტი – უ.შექსპირი “რომეო და ჯულიეტა” – რეჟ: დავით მღებრიშვილი
როქსანა – ე. როსტანი ,,სირანო დე ბერჟერაკი“ – რეჟ: დავით დოიაშვილი
მომავალი – მ. მეტერლინკი “ლურჯი ფრინველი” – რეჟ: დავით დოიაშვილი
ჰელენი – უ.შექსპირის ” (შუა) ზაფხულის ღამის სიზმარი” – რეჟ: დავით დოიაშვილი
ოტოსი – რ.აკუტაგავა “ცხოვრება იდიოტისა” – რეჟ: დავით დოიაშვილი
ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში განსახიერებული როლები:
ნინო – გ. ერისთავი ,,გაყრა“ – რეჟ: დავით დოიაშვილი
ქორო – “ანტიგონე” რეჟ: გრიგოლ ნოდია
ზიდონი ფონ გროზენაბი – რ.ვ ფასბინდერი “პეტრა ფონ კანტის მწარე ცრემლები” რეჟ: დავით მღებრიშვილი
სხვა თეატრები:
ტასიკო – ,,ჭკუისა მჭირს“ – რეჟ: ო. ეგაძე (ვაკის თეატრალური სარდაფი)
ბელინდა და ფლავია – ,,ხმაური სცენის მიღმა“ – რეჟ: ო. ეგაძე (ვაკის თეატრალური სარდაფი)
მაიკო – ,,სულიერი არსებები“ – რეჟ: დ. საყვარელიძე (რუსთაველის თეატრის მცირე სცენა)
კინო და ტელევიზია:
,,შუა ქალაქში“ (ტელესერიალი) – პ. მეიშვილი
„ჟამი ყვავილობისა“ (ტელესერიალი) – რეჟ: ლაშა ცერიაშვილი, ბექა ცინცაძე
„ჩემი ცოლის დაქალები“ (ტელესერიალი) – გიორგი ლიფონავა
პროექტები:
„WELCOME TO GEORGIA” – მსახიობი – ქორეოგრაფი არჩილ სოლოღაშვილი
LAVADANS COMPANY „Waiting in the Margins“ (სპექტაკლი) მსახიობ-მოცეკვავე – რეჟ: ბენო ვორჰამი
„Women“ (პერფორმანსი) – რეჟ: ბენო ვორჰამი
თაეტრალური სახელოსნო-შენი სივრცე: პედაგოგი (მეტყველების კულტურა)
საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი: მეტყველების კულტურის მაგისტრი, ასისტენტ პედაგოგი
საქართველოს უნივერსიტეტი -ლექტორი
კავკასიის უნივერსიტეტი – ლექტორი