ივა ფეზუაშვილის რომანის მიხედვით
მიხეილ ჩარკვიანის სპექტაკლი
კოსტუმების მხატვარი – ანანო მოსიძე
მუსიკის საორკესტრო ვერსიის ავტორი – ნიკოლოზ რაჭველი
პიანისტი – თამარ ჟვანია
სიმებიანი კვარტეტი:
ელენე ჩხარტიშვილი
აფინა პაპანდოპულო
ნინო ხოჭოლავა
სოფიო აფხაზავა-შარაშენიძე
სპექტაკლში ცოცხლად სრულდება ოლივიე მესიანის ნაწარმოებები
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
გენა – დავით ბეშიტაიშვილი
მილა – ბუბა გოგორიშვილი
ზემა – ანასტასია ჭანტურაია
ლაზარე – გივიკო ბარათაშვილი
მამუკა – გიგა დათიაშვილი
კაცი სამინისტროდან – ალექსანდრე ბეგალიშვილი
პითა – გიგი ქარსელაძე
ნუგო – დევი ბიბილეიშვილი
სპექტაკლის შესახებ:
9 აპრილი გლოვის დღეა. 1989 წელს, სწორედ ამ დღეს დახოცა გენერალმა როდიონოვმა თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე შეკრებილი მომიტინგეები. 9 აპრილი მილას დაბადების დღეა და ამავდროულად მისი და გენას ქორწინების თარიღიც, მაგრამ გლოვის დღეს არავის ახსოვს დღესასწაული. მილას და გენას სიყვარული დღესასწაულივით დაიწყო, 80-ანი წლების ბოლოს, ქალაქ ერევანში, თუმცა მალევე დაიშალა და დაინგრა, ზუსტად ისე როგორც საბჭოთა კავშირი. ყარაბაღის ომს გამოქცეულმა წყვილმა თავი ქალაქ თბილისს, ზღვის უბანს შეაფარა და მას შემდეგ აქ ცხოვრობენ. ზემა – მილას და გენას უფროსი ქალიშვილი პოლიციელია, უმცროსი შვილი, ლაზარე – კურიერად მუშაობს. საბჭოთა კავშირის ნანგრევებში მოყოლილი ოჯახი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის ბუნკერიდან თავის დასაღწევად ძალ-ღონეს არ იშურებს.
ივა ფეზუაშვილის ცნობილი რომანი “ბუნკერის” პირველი სასცენო ინტერპრეტაცია დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებაზე დაკვირვებაა, რომელიც ცდილობს გამოყოს ადამიანები ისტორიული ნარატივისგან და მოგვიყვეს მათი ცხოვრების შესახებ.
სპექტაკლის ხანგრძლივობა 2:30 სთ.
ასაკობრივი ზღვარი 14+
პროექტი განხორციელდა ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით