რეჟისორი – დავით დოიაშვილი
კომპოზიტორი – რუსუდან მორჩილაძე
სცენოგრაფი – გიგა ლაპიაშვილი
კოსტუმების მხატვარი – ანანო მოსიძე
ქორეოგრაფი – კოტე ფურცელაძე
სიმღერის ტექსტების ავტორი – ირინა სანიკიძე
მონაწილეობენ:
გიორგი ყველაშვილი, ლაშა რამიშვილი, ცისია მეტრეველი, ნინო მითაიშვილი, არჩილ სოლოღაშვილი, გოგა მოძმანაშვილი, ბუბა გოგორიშვილი, ალეკო ბეგალიშვილი, ბადრი ბეგალიშვილი, მარინა ჯოხაძე, შორენა კურტანიძე, ანა ზამბახიძე, ნინო გომართელი, გარი ბაღდასაროვი, კაკო თოფურია, გიგი ქარსელაძე, გიორგი ტორიაშვილი, ლევან კახელი, ტატო ჩახუნაშვილი
სპექტაკლის შესახებ:
გიორგი ერისთავის პიესა ,,გაყრა“ 1849 წელს დაიწერა, ხოლო მისი პირველი წარმოდგენა 1850 წლის 14 იანვარს გაიმართა თბილისის გიმნაზიის დარბაზში. სწორედ ეს დღე მიიჩნევა ქართული პროფესიული თეატრის დაარსების თარიღად.
,,გაყრის“ თანამედროვე ვერსიის რეჟისურა დავით დოიაშვილს ეკუთვნის. სპექტაკლი კომედიური ჟანრისაა და მასში მრავლადაა გამოყენებული ქართული სიმღერა და ცეკვა.