უილიამ შექსპირი
პიესა თარგმნა მანანა ანთაძემ
რეჟისორი და სცენოგრაფი: დავით დოიაშვილი
კომპოზიტორი: ნიკოლოზ რაჭველი
კოსტუმების მხატვარი: ანანო მოსიძე
ქორეოგრაფი: კოტე ფურცელაძე
მონაწილეობენ:
თორნიკე გოგრიჭიანი
ბუბა გოგორიშვილი
ნანკა კალატოზიშვილი
ნანა ბუთხუზი
არჩილ სოლოღაშვილი
ალექსანდრე ბეგალიშვილი
ტატო ჩახუნაშვილი
გიორგი მოძმანაშვილი
კახა კინწურაშვილი
დავით ბეშიტაიშვილი
გიორგი ვარდოსანიძე
გიგი ქარსელაძე
სპექტაკლის შესახებ:
„ბნელში ნათელია, ნათელში ბნელი“…. შექსპირის პიესა „მაკბეთი“ ერთ–ერთი ყველაზე შავბნელი და უიმედოა დრამატურგის შემოქმედებაში.
„სამეფო გვირგვინი“ აი, რა არის მაკბეთის ამქვეყნიური მისწრაფებების მწვერვალი. თავის მიზნის მისაღწევად მაკბეთს აქვს ყველანაირი უფლება იმოქმედოს ისე, როგორც სურს, რადგან მისი ქმედებები იმ რეჟიმის შედეგია, რომლის კანონების თანახმადაც ის ცხოვრობს. მაგრამ საკუთარი ნამოქმედარის წინაშე შიში და ძრწოლა, სიცოცხლეს მოუწამლავს უზურპატორსა და კაცის მკვლელს. და ბოლოსდაბოლოს, სიკვდილი მაინც ეწევა მკვლელს, რადგან მიუხედავად ყველანაირი დესპოტიზმისა და ჯადოქრობისა, ადამიანი ყოველთვის თვითონ აგებს პასუხს საკუთარ ბედზე.
სპექტაკლის ხანგრძლივობა 2:30 სთ.
ასაკობრივი ზღვარი 15+