მეფე ლირი

უილიამ შექსპირი

რეჟისორი – დავით დოიაშვილი

კომპოზიტორი – ნიკოლოზ რაჭველი

სცენოგრაფი – ანა ნინუა

კოსტუმების მხატვარი – დავით გევორქოვი

ქორეოგრაფი – კოტე ფურცელაძე

განათების მხატვარი – მიხეილ ბაქრაძე

ხმის რეჟისორი – კახა ხოშტარია, ემზარ ბეგიაშვილი

ტექნიკური რეჟისორი – ნინო ჭავჭავაძე

ვიდეო – ალექსანდრე ქურდუბაძე, ლაშა მუმლაძე

 

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

მეფე ლირი – დავით ბეშიტაიშვილი

მეფე საფრანგეთისა – ირაკლი ჯაფარიძე

მთავარი ბურგუნდიისა – ლუკა ჯაფარიძე

მთავარი კორნვალიისა – გიორგი ბახუტაშვილი

მთავარი ალბანიისა – ანდრო ჭიჭინაძე

გრაფი კენტი – ტატო ჩახუნაშვილი

გრაფი გლოსტერი – ოთარ ლორთქიფანიძე

ედგარი – გიგი ქარსელაძე

ედმუნდი – გივიკო ბარათაშვილი

მასხარა – შაკო მირიანაშვილი

ოსვალდი – ზუკა პაპუაშვილი

გონერილი – ნატა ბერეჟიანი

რეგანა – ეკა დემეტრაძე

კორდელია – მანუ თავაძე

 

სპექტაკლის შესახებ:

თუ შენი სამზერი, საკუთარი გვირგვინს ჩრდილს არ სცილდება და შენი სათქმელი ირგვლივ არავის ინდობს, მაშინ მზრუნველი ტირანის ტრივიალური შაბლონით ცხოვრობ და არ ხარ წინამძღოლი.

თუ შენი ქვეყნის ბედს საკუთარი მანკიერი ოჯახის თარგზე ჭრი და მზითვად ანაწილებ, მაშინ ბურუსში ბოლომდე იკარგები, რადგან შენი მთავარი, შეთხზული როლი- შენივე ცხოვრება გგონია.

თუ შენი ამპარტავნული იმედები არ მართლდება, საშინელი რისხვისგან ზეზეურად კვდები! და ეს არის უდიდესი კურთხევა!! რადგან იწყება გარდაქმნა, მეტამორფოზა, გარღვევა, ტრანსფორმაცია, დაბადება იმ ტკივილებით სავსე ბავშვისა, რომელიც თავიდან, ნაბიჯ-ნაბიჯ იწყებს სამყაროს აღქმას და მოსმენას. რადგან თავად ვერასდროს ხედავდი იმ ღვთიურ სინქრონს გარე სამყაროსა და შენს შინაგან სამყაროს შორის, რომელიც ილუზიების მიღმა გვამყოფებს. არასდროს გიფიქრია, რომ გარე ქარიშხალის დროს, მოგეძებნა თუნდაც ქარი შენს შიგნით. ცაში ჭექა-ქუხილისას, დაგენახა ელვა შენში და გეგრძნო, როგორ გიბუგავდა შიგნეულს. ვერ მიხვდი, რომ როცა გარეთ ყველაფერი ირევა, მაშინ შიგნით გაქვს საშინელი ქაოსი და უბედურება. ირგვლივ ვერასდროს ვერაფერს შეცვლი, ამიტომაც მოგიწევს თავად იქცე ცვლილებად! ესაა სამყაროს კანონი, სადაც უცვლელი და მიდმივი, მხოლოდ და მხოლოდ ცვლილებებია .

ორი მოქმედება
ხანგრძლივობა 180 წთ.
ასაკობრივი ზღვარი 16+