რეჟისორი – დავით მღებრიშვილი
სცენოგრაფია და კოსტუმები – თამარა ოხიკიანი
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
პეტრა ფონ კანტი – ბუბა გოგორიშვილი
მარლენი – ნანა ბუთხუზი
კარინ ტიმი – ნანკა კალატოზიშვილი
ზიდონი ფონ გროზენაბ (პეტრას მეგობარი) – ნინო მითაიშვილი
ვალერი ფონ კანტი (პეტრას დედა) – ნინო გომართელი
გაბრიელა ფონ კანტი (პეტრას შვილი) – მერი შახოვი
სპექტაკლის შესახებ:
“გრძნობებით მანიპულირება. სიყვარული როგორც ავადმყოფობა. საკუთარი ვნების გალიაში მოხვედრა. რაინერ ვერნერ ფასბინდერის პიესა “პეტრა ფონ კანტის მწარე ცრემლები” 1971 წელს დაიწერა. ცნობილი ფილმი კი 1972 წელს შეიქმენა.
“არ მიყვარს, როცა მე მაწამებენ, – მიყვარს, როცა თავად ვაწამებ საკუთარ თავს” ამობდა, ფილმის რეჟისორი რაინერ ვერნერ ფასბინდერი. რეჟისორის ეს ფრაზა ყველაზე კარგად ასახავს ფილმის არსს. წამებაში, რა თქმა უნდა, სულიერი წამება და გრძნობებით მანიპულირებაა ნაგულისხმები.
მელოდრამატული ისტორია სცდება ჟანრის საზღვრებს და მძაფრი სასიყვარულო ისტორიის ფონზე, უფრო კონცეპტუალური დრამა ხდება, რომელშიც წამოწეულია ისეთი თემები, როგორც არის მარტოობა, სხვისი გრძნობებით მანიპულირება, მორჩილება, თავისულფლება.”
ერთ მოქმედებად
ხანგრძლივობა 90 წუთი
ასაკობრივი ზღვარი : 18+