დიმიტრის დიმიტრიადისი
თარგმნა თათია მთვარელიძემ
რეჟისორი – მიხეილ ჩარკვიანი
კოსტუმების მხატვარი – ანანო მოსიძე
კომპოზიტორი – ერეკლე გეწაძე
სცენოგრაფი – მიხეილ ჩარკვიანი
ტექნიკური რეჟისორი – ეკატერინე გაბაშვილი
მონაწილეობენ:
მარინა ჯოხაძე
კახა კინწურაშვილი
ეკატერინე დემეტრაძე
ბაია კერესელიძე
ქეთი ჯავახიშვილი
მაშო მაყაშვილი
გივიკო ბარათაშვილი
ანდრო ჭიჭინაძე
თორნიკე ლაზაშვილი
ლუკა ჯაფარიძე
სპექტაკლის შესახებ:
ზოგჯერ სიკვდილის პროცესი უფრო დიდხანს გრძელდება, ვიდრე სიცოცხლე. მან შესაძლოა საუკუნეები და ათასწლეულებიც კი გასტანოს. რა ხდება მაშინ, როდესაც სიკვდილის რეალური საფრთხის წინაშე არა ერთი და ორი ადამიანი, არამედ მთელა ქვეყანა იმყოფება? რამ შეიძლება მიიყვანოს ერი სრულ ფიზიკურ და მენტალურ განადგურებამდე? ცნობილი ბერძენი მწერლის, დიმიტრის დიმიტრიადისის, 1978 წელს შექმნილი, მცირე რომანი „ვკვდები როგორც ქვეყანა” სწორედ ხანგრძლივი სიკვდილის პროცესში მყოფი ერის ამბავს გვიყვება.
ტექსტი, თანამედროვე საქართველოს და მისი პოლიტიკური კრიზისის კონტექსტში, ორმაგად საინტერესოა. შემოქმედებითი ჯგუფი სამუშაო პროცესში ჩიხში აღმოჩენილი ქვეყნის ბედს აკვირდება და მაყურებელთან ახალი დისკუსიის შექმნას ცდილობს.
სპექტაკლში გამოყენებულია ციტატა 2018 წელს, ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრ “ღია სივრცეში” დადგმული, მიხეილ ჩარკვიანის სპექტაკლიდან “პასპორტი” – ტექსტის ავტორი – ანდრო დადიანი.
სპექტაკლის ხანგრძლივობა 110 წთ
ერთი მოქმედება
ასაკობრივი ზღვარი 16+